12:18 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-15 23:57:37, 1598 ნახვა

ომი უკრაინაში
ლოიდ ოსტინი - ისტორია უკრაინელი ხალხის სიმამაცეს, NATO-ს წევრების თავდადებასა და სიძლიერეს დაიმახსოვრებს

ისტორია უკრაინელი ხალხის სიმამაცეს, NATO-ს წევრების თავდადებასა და სიძლიერეს დაიმახსოვრებს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც პუტინი გეგმავდა, ის ელოდა, რომ უკრაინა და მსოფლიო დანებდებოდა, თუმცა ისტორიაში სრულიად სხვა რამ ჩაიწერება.

"რუსეთის სასტიკი და არაპროვოცირებული შეჭრიდან უკრაინაში თითქმის ერთი წელი გავიდა. თითქმის ერთი წელია, პუტინის ომის არჩევანმა ევროპას უსაფრთხოების კრიზისი მოუტანა. პუტინი მხოლოდ თავს კი არ დაესხა სუვერენულ, მშვიდობიან, დემოკრატიულ, გაეროს წევრ სახელმწიფოს, ასევე დაემუქრა კანონების და უფლებების სისტემას, რომელიც აძლიერებს ევროპას, უკვე 70 წელია. თუმცა მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც პუტინი გეგმავდა. ის ელოდა, რომ უკრაინა და მსოფლიო დანებდებოდა, თუმცა ისტორიაში სულ სხვა რამ ჩაიწერება. ისტორია უკრაინელი ხალხის სიმამაცეს, NATO-ს წევრების თავდადებასა და სიძლიერეს დაიმახსოვრებს", - განაცხადა ოსტინმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics