|
2023-02-15 10:27:58, 1030 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლსა და სემეკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
იუსტიციის სახლსა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში, სულ მალე იუსტიციის სახლში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყველა სერვისის მიღება გახდება ხელმისაწვდომი. მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ, კომისიას ადგილზე, იუსტიციის სახლშივე მიმართონ განცხადებით ან მომსახურე კომუნალურ კომპანიაზე საჩივრით. პირველ ეტაპზე, მემორანდუმის ფარგლებში, განხორციელდება სერვისის გაცემისთვის აუცილებელი ტექნიკური და პროგრამული საკითხების უზრუნველყოფის სამუშაოები, გადამზადდებიან წინა ხაზის თანამშრომლები. ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძემ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში მოაწერეს ხელი. ორივე უწყების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ სერვისების დანერგვით იუსტიციის სახლი სრულად მოიცავს ენერგოსექტორსა და მოქალაქეებს შორის კომუნიკაციის სფეროს. დღეისთვის მომხმარებელი იუსტიციის სახლების 117 ფილიალის მეშვეობით უკვე იღებს ენერგოსექტორში მოქმედი კომპანიების სერვისებს; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სერვისების აბსოლუტური სპექტრით სარგებლობა კი, მომხმარებელს უახლოეს მომავალში მთელი საქართველოს მასშტაბით შეეძლება.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)