13:27 - 07 Jul, 2026
|
2023-02-13 09:04:48, 1539 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ენერგეტიკის სექტორში მდგომარეობა დასტაბილურდა, მაგრამ ეს ჯერ გამარჯვება არ არის
ენერგეტიკის სექტორში მდგომარეობა დასტაბილურდა, მაგრამ ეს ჯერ გამარჯვება არ არის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში თქვა, ენერგო ობიექტებზე ახალი დარტყმები გამორიცხული არ არის. "ენერგეტიკის სექტორში მდგომარეობა დასტაბილურდა, მაგრამ ეს ჯერ არ არის გამარჯვება. შეიძლება იყოს ახალი ტერორისტული დარტყმები და შეიძლება იყოს ახალი შეზღუდვები ენერგიის მოხმარებაზე", - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს მადლობას უხდის. აღსანიშნავია, რომ უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გუშინ, 13 თებერვალს ქვეყნის რამდენიმე ოლქს ელექტროენერგია არ შეუწყდებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)