|
2023-02-12 15:15:56, 868 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ელჩი თურქეთში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად, 12 თებერვალს, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, სტიქიის ზონაში ჩავიდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ქართველი დიპლომატები შეხვედრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავენ და ასევე მოინახულებენ საქართველოს მოქალაქეებს მათი საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით. "საელჩოს წარმომადგენლები ასევე შეხვდებიან საქართველოდან თურქეთში ჩასულ მაშველებს, რომლებიც რამდენიმე დღეა სტიქიის ზონაში მუშაობენ. საქართველოს საელჩო, გაზიანთეფში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის პირველივე წუთებიდან, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს საქართველოს მოქალაქეთა დასახმარებლად. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიას საქართველოს 5 მოქალაქე ემსხვერპლა. ათობით მოქალაქე სტიქიის ზონიდან გადაყვანილია თურქეთის სხვა რეგიონებსა და ქალაქებში, ასევე ზოგიერთი მათგანი უკვე დაბრუნდა საქართველოში", - ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)