|
2023-02-11 14:56:51, 1275 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ”112”-ის თანამშრომლები დააჯილდოვა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის თანამშრომლებს 112-ის დღე პირადად მიულოცა. მინისტრის მოადგილეს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა, მოადგილეებთან ერთად უმასპინძლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 112-ის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შს მინისტრის მოადგილემ ცენტრის 4 თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის შინაგან საქმეთა მინისტრის მადლობის სიგელით დააჯილდოვა. „112“-ის დღე 2009 წელიდან აღინიშნება. ევროკომისიამ, ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ 11 თებერვალი „112“-ის დღედ გამოაცხადეს. ეს დღე, მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად, საქართველოშიც აღინიშნება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)