|
2023-02-11 14:18:12, 1270 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა არლინგტონში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძე აშშ-ში საქართველოს ელჩთან, დავით ზალკალიანთან და თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებთან ერთად, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზეც იმყოფებოდა. მინისტრმა გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი და პატივი მიაგო დაღუპული გმირების ხსოვნას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველო თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ცერემონიალის დასრულების შემდეგ, დელეგაციის წევრებმა არლინგტონის სასაფლაოს მემორიალური ამფითეატრის საგამოფენო ოთახი მოინახულეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ მასპინძელ მხარეს საჩუქრად სამახსოვრო დაფა გადასცა. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)