|
2023-02-10 21:40:45, 1730 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 228 უკრაინელი სპორტსმენი დაიღუპა, არ არსებობენ რუსი სპორტსმენები, რომლებმაც დაგმეს ეს ტერორი
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 228 უკრაინელი სპორტსმენი დაიღუპა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორი ქვეყნების სპორტის მინისტრების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, გარდა ცალკეული პირების განცხადებებისა, რომლებიც სწრაფადვე ქრება, რეალურად არ არსებობენ რუსი სპორტსმენები, რომლებმაც ხმამაღლა დაგმეს რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებულ ტერორი. მან დასძინა, რომ ბევრი რუსი სპორტსმენი დაკავშირებულია რუსეთის არმიის სპორტულ კლუბებთან და უშიშროების ძალებთან, რომლებსაც აქვთ სამხედრო ან სხვა სპეციალური წოდება. შეგახსენებთ, 25 იანვარს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოაცხადა, რომ რუსი და ბელორუსიელი სპორტსმენები აზიის კვალიფიკაციის შემდეგ პარიზში 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას შეძლებენ. დღეს, 10 თებერვალს კი, 35-მა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, გერმანიამ და ავსტრალიამ, 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე რუსი და ბელორუსი სპორტსმენების არ დაშვება მოითხოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)