18:48 - 22 Jul, 2026
|
2023-02-10 15:16:13, 1062 ნახვა
საზოგადოება
„იმედია, ვერანაირი პოლიტიკური ზეწოლა ხელს ვერ შეგიშლით“ - სააკაშვილი ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელს მიმართავს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს, თამარ გვარამაძეს "ვივამედში" სამედიცინო კონსილიუმის გაგზავნის თხოვნით მიმართავს. ექსპრეზიდენტი მიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს და იმედოვნებს, რომ დამოუკიდებელი ექსპერტების კლინიკაში მისვლას "პოლიტიკური ზეწოლა" ხელს ვერ შეუშლის. "მეც და ჩემმა წარმომადგენლებმაც არაერთხელ მოგმართეთ წინა დღეებში თხოვნით, გამოაგზავნოთ თქვენი სამედიცინო კონსილიუმი. ჩემი მდგომარეობა ბოლო დღეებში გაუარესდა და თქვენ გარდა, არავის აქვს შესაძლებლობა დამოუკიდებელი ექსპერტების გამოგზავნის. იმედია, ამას განახორციელებთ უახლოეს დღეებში და ვერანაირი პოლიტიკური ზეწოლა ამაში ხელს ვერ შეგიშლით", - წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)