|
2023-02-10 14:14:31, 1048 ნახვა
საზოგადოება
რკინიგზის დელეგაციამ „შუა დერეფნის“ 2023 წლის გეგმები ალმატიში გაფართოებულ შეხვედრაზე განიხილა
საქართველოს რკინიგზის დელეგაციამ, გენერალური დირექტორის ხელმძღვანელობით, ყაზახეთის ქალაქ ალმატიში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშუტის (შუა დერეფანი) მმართველი საერთო კრების მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანზიტო მარშუტის ასოციაციის წევრებმა 2022 წლის შედეგები შეაჯამეს და წინა წელს გადაზიდვების დროს გამოვლენილ გამოწვევებზე ისაუბრეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2023 წელს გაზრდილი ტვირთების ოპერატიულად გადაზიდვის მიზნით, მეტი ყურადღება მონაწილე მხარეების კოორდინაციის გაუმჯობესებასა და კორიდორის სრულად გაციფროვნებას დაეთმობა. შეხვედრის ფარგლებში დამტკიცდა 2023 წლის სამოქმედო გეგმა, ასევე ჩინეთი-ევროპისა (შავი ზღვის პორტები) და ჩინეთი-თურქეთის მარშუტებზე გადაზიდვის ვადები და ტარიფები. მხარეებმა ასოციაციაში BMF Port Burgas (ბულგარეთი) - Rail Cargo Group (ავსტრია) - АО «LTG Cargo» (ლიეტუვა) გაწევრიანებაზე მზაობა გამოთქვეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)