19:58 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-08 18:00:46, 1160 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

იუსტიციის სამინისტროსთან "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ. 

ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. 

ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უწყვეტი საპროტესტო აქციები მას შემდეგ დააანონსა, რაც თბილისის საქალაქო  სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა. 

როგორც პარტიის ახალმა თავმჯდომარემ განაცხადა, პროტესტი ყოველდღიური იქნება, ვიდრე შედეგზე არ გავლენ და საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამკურნალოდ გამგზავრების შესაძლებლობა არ მიეცემა.

აქციები იგეგმება მომდევნო დღეებშიც, მათ შორის 11 თებერვალს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
პენ საქართველო: ვახო სანაიას საქმე სცილდება 1 ჟურნალისტის უფლებების დარღვევას, სახიფათოა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics