|
2023-02-03 16:57:23, 1631 ნახვა
ომი უკრაინაში
გერმანიამ Leopard 1-ის ტანკების უკრაინაში ექსპორტი დაუშვა
გერმანიის მთავრობამ სამრეწველო მარაგებიდან უკრაინისთვის Leopard 1-ის საბრძოლო ტანკების მიწოდება დაამტკიცა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Spiegel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მთავრობის სპიკერმა, შტეფენ ჰებესტრეიტმა დაადასტურა, რომ ლიცენზია დეტალების დაკონკრეტების გარეშეა გაცემული. ამასთან, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბუნდესვერს ამჟამად აქვს 29 ტანკი Leopard 1, რომლებიც საბრძოლო მზადყოფნაშია. შეგახსნებთ, რომ მანამდე გერმანულმა გამოცემამ Süddeutsche Zeitung-ა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის მთავრობამ დაამტკიცა უკრაინაში Leopard 1 ტანკების მიწოდება სამრეწველო მარაგებიდან და მოლაპარაკებებს აწარმოებს კატარიდან 15 Gepard საზენიტო იარაღის შეძენაზე, რომელსაც კიევში გაგზავნის. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ გერმანიამ დაამტკიცა 88 ტანკის გაგზავნა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)