22:06 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-02 15:41:21, 978 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთში საერთაშორისო სწავლებას „ზამთარი 2023“ დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძე მრავალეროვნული სწავლების „ზამთარი 2023“ საპატიო სტუმართა დღეს დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, საპატიო სტუმრებს თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა ყარსში უმასპინძლა. სწავლების მონაწილეებს სიტყვით მიმართა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მან საერთაშორისო თანამშრომლობისა და რეგიონალური და მსოფლიო მასშტაბით უსაფრთხოების განმტკიცების მნიშვნელობაზე ისაუბრა. თავდაცვის მინისტრთან ერთად საპატიო სტუმრების დღეს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი დაესწრნენ. 

თურქეთი ფართომასშტაბიან ზამთრის სამხედრო სწავლებას ყარსის პროვინციაში მასპინძლობს. საერთაშორისო სწავლებაში 17 ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის საქართველო, აზერბაიჯანი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია და სხვა. სწავლება მიზნად ისახავს ზამთრის პირობებში საბრძოლო უნარ-ჩვევების გაძლიერებას.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics