|
2023-02-01 09:22:00, 1525 ნახვა
ომი უკრაინაში
ბლინკენმა ისრაელის მთავრობას მოუწოდა, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება გაზარდოს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა იერუსალიმში ვიზიტისას ისრაელის მთავრობას მოუწოდა, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება გაზარდოს. გაზეთ maariv-ის ცნობით, ბლინკენი შეხვდა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგს, საგარეო საქმეთა მინისტრ ელი კოენს და ოპოზიციის ლიდერს იაირ ლაპიდს. მათთან საუბარში ბლინკენმა კიევის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. "თავის მხრივ, რუსეთი ირანს დახვეწილ იარაღს აწვდის. რუსეთის მიერ განხორციელებული სისასტიკე მხოლოდ ხაზს უსვამს უკრაინის ყველა საჭიროების - ჰუმანიტარული, ეკონომიკური და უსაფრთხოების - მხარდაჭერის მნიშვნელობას, რადგან ის გაბედულად იცავს თავის ხალხს და არსებობის უფლებას. თემა, რომელიც დღესაც განვიხილეთ“, - განაცხადა ბლინკენმა. 2022 წლის ოქტომბერში ისრაელმა ოფიციალურად უარი თქვა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე. მოგვიანებით, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა დააკონკრეტა , რომ იერუსალიმი დახმარებას გაუწევს კიევს, მაგრამ ეს არ იქნება საჰაერო თავდაცვა. 2023 წლის 3 იანვარს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელმა ელი კოენმა განაცხადა, რომ შეცვლიდა თავისი დეპარტამენტის პოლიტიკას უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. ახლახან ისრაელმა აღიარა, რომ უკრაინას იმაზე მეტ დახმარებას უწევს, ვიდრე საზოგადოებას ეცნობება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)