16:57 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-31 22:19:13, 1603 ნახვა

ომი უკრაინაში
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას გეგმავს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივნის პირველმა მოადგილემ ოლივია დალტონმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. იუწყება Ukrinform.

მისივე თქმით, ამჟამად შეერთებული შტატები უკრაინაში იარაღისა და უსაფრთხოების დახმარების მნიშვნელოვან ნაწილს გზავნის და ამასთან ერთად, საჭიროებებთან დაკავშირებით მუდმივ კონტაქტზე არიან უკრაინულ მხარესთან. 

„ამჟამად ჩვენ ვაგზავნით იარაღის მნიშვნელოვან ნაწილს და უსაფრთხოების დახმარებას უკრაინაში, რათა რუსული აგრესიის საპასუხოდ დააკმაყოფილოს მათი საჭიროებები ბრძოლის ველზე . ჩვენ უკვე გავგზავნეთ არტილერია, საბრძოლო მასალა, ჯავშანტექნიკა, საჰაერო თავდაცვისთვის მნიშვნელოვანი აღჭურვილობა. ჩვენ რეგულარულად ვუკავშირდებით უკრაინულ მხარეს მათ საჭიროებებთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ გვექნება მეტი უსაფრთხოების დახმარება, რომლის შესახებაც მალე გამოვაცხადებთ“, - განაცხადა დალტონმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics