16:56 - 07 Jul, 2026
|
2023-01-31 18:06:42, 1569 ნახვა
ომი უკრაინაში
კირილენკო - რუსებმა დაბომბეს ბახმუტი და ნანგრევებად აქციეს, არის მსხვერპლი
რუსმა ოკუპანტებმა ოდესღაც მყუდრო ქალაქი ბახმუტი ნანგრევებად აქციეს, - ამის შესახებ დონეცკის ოლქის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ განაცხადა. მისივე თქმით, მომხდარი დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, დაღუპულთა შორის კი ერთი არასრულწლოვანი ბიჭია. მან დასძინა, რომ რუსები კლავენ ყველას, ვისზეც ხელი მიუწვდებათ. "რუსმა ოკუპანტებმა ოდესღაც მყუდრო ქალაქი ბახმუტი ნანგრევებად აქციეს. ზედიზედ რამდენიმე თვეა, ოკუპანტები მიზანმიმართულად კლავენ მის მცხოვრებლებს. რამდენიმე საათის წინ მომხდარი კიდევ ერთი დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, დაღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანი ბიჭია...რუსები მიწასთან ასწორებენ ბახმუტს, კლავენ ყველას, ვისზეც ხელი მიუწვდებათ", - წერს კირილენკო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)