|
2023-01-31 09:03:55, 1527 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსულმა ტერორმა ყველგან და ყველაფერში უნდა წააგოს
რუსულმა ტერორმა ყველგან და ყველაფერში უნდა წააგოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ყურადღება დანიის დელეგაციასთან შეხვედრის დეტალებზე გაამახვილა და თქვა, რომ საუბარი უკრაინის თავდაცვის საჭიროებებს შეეხებოდა. "ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ უკრაინის თავდაცვის საჭიროებებზე - იმის შესახებ, თუ რა შეიძლება დაგვეხმაროს ჩვენი ტერიტორიის გათავისუფლებაში და რა გვჭირდება უკრაინის აღმშენებლობის კონტექსტში. მიკოლაევი არის ქალაქი, რომლის აღდგენაზეც დანიამ პატრონაჟი საკუთარ თავზე აიღო... რუსულმა ტერორმა ყველგან და ყველაფერში უნდა წააგოს - ბრძოლის ველზეც და იმაშიც, რომ ჩვენს ქვეყანას არ დარჩეს არც ერთი ნანგრევი, რომ ჩვენ შევძლოთ ყველაფრის აღდგენა და ამით დავამტკიცოთ, რომ თავისუფლება უფრო ძლიერია", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დანიას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიქსენთან ერთად, მიკოლაევსა და ოდესაში იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)