|
2023-01-26 20:10:03, 1441 ნახვა
ომი უკრაინაში
საფრანგეთის საგარეო - ჩვენ არ ვართ ომში რუსეთთან, სამხედრო ტექნიკის მიწოდება კონფლიქტში მონაწილეობა არ არის
საფრანგეთის გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებული ძალების ლეგიტიმური თავდაცვის ფარგლებში იარაღით მიწოდების შესახებ არ ნიშნავს იმას, რომ ეს ქვეყანა რუსეთთან ომშია, - ასე გამოეხმაურა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ენ-კლერ ლეჟანდრი, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის განცხადებას. "ჩვენ, ისევე როგორც ჩვენი პარტნიორები, არ ვართ ომში რუსეთთან. სამხედრო ტექნიკის მიწოდება არ არის კონფლიქტში მონაწილეობა", - განაცხადა ლეჟანდრიმ ბრიფინგზე, გერმანელი კოლეგის ანალენა ბერბოკის განცხადების საპასუხოდ. შეგახსენებთ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა, განაცხადა, რომ ევროპაში მნიშვნელოვანია ერთად დგომა, ვინაიდან დასავლეთი ომშია რუსეთთან და ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი აქვთ. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა კი განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნები უკრაინაში კონფლიქტის მხარეები გახდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)