|
2023-01-26 13:18:53, 1618 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინაში საჰაერო განგაშია გამოცხადებული - კიევში აფეთქებების ხმა ისმის
რუსეთი უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ მასშტაბურ საჰაერო შეტევას ახორციელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. კიევსა და ოდესაში აფეთქებების ხმა ისმის. დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, აფეთქება დნიპროს რაიონში მოხდა და ყველა შესაბამისი სამსახური შემთხვევის ადგილისკენ მიემართება. ვიტალი კიმის ინფორმაციით, მიკოლაივის რეგიონზე ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით ორი რაკეტა გადაფრინდა. კრივი რიჰის მერი ასევე იტყობინება, რომ რაკეტები ქალაქის მიმართულებითაც გაუშვეს. დნეპროპეტროვსკის, ვინიცას, კიევის, ჟიტომირის, ზაპორჟიეს რეგიონებში საჰაერო თავდაცვა მუშაობს. პრეზიდენტის აპარატის უფროსმა განაცხადა, რომ პირველი რუსული რაკეტები ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე ჩამოგდებულია. ხელისუფლება მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)