|
2023-01-23 17:10:32, 932 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს ბერლინში შეხვდა
ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2023” ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ დიძის სმიტს შეხვდა. როგორც შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ლატვია საქართველოს მუდმივი მხარდამჭერია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ევროკავშირის რეგულაციებთან და სტანდარტებთან დაახლოების კუთხით ლატვიის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარების საკითხები მხარეებს შორის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გვეხმარება საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის და ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერების საკითხებზე. ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოდან ლატვიაში განხორციელდა 9.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი. აღნიშნული მაჩვენებელი 15%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. 2022 წელს, საქართველოდან ლატვიაში, ძირითადად, ექსპორტირებული იყო ყურძნის ნატურალური ღვინოები, სპირტიანი სასმელები, მინერალური და მტკნარი წყლები და თხილი. 2022 წელს, ლატვიის რესპუბლიკაში ღვინის ექსპორტის ღირებულებამ 4.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4%-ით აღემატება.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)