|
2023-01-22 14:36:58, 1060 ნახვა
საზოგადოება
ალასანია სააკაშვილზე - კატასტროფული მდგომარეობაა, ცარიელი ძვლები დარჩა
კატასტროფული მდგომარეობაა, ცარიელი ძვლები დარჩა, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ალასანიამ კლინიკა "ვივამედში" ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სააკაშვილი "იმდენად არის დასუსტებული, რომ დამხმარე საშუალებითაც ვეღარ გადაადგილდება". "კატასტროფული მდგომარეობაა, ცარიელი ძვლები დარჩა. ნეკნები აქვს წამოყრილი და მუცელი საერთოდ არ არსებობს, ხერხემალი ჩანს. კეთდება, კი ბატონო, რაღაც გადასხმები კეთდება, მაგრამ ეს ადამიანი ყოველდღე უარესად ხდება და აბა, რანაირი მკურნალობაა? შედეგი ხომ არ აქვს ამ მკურნალობას. ხომ ხედავთ, როგორი გამოცოცხლებაა და ინტერესი დასავლეთიდან. ამათ ეს არ შერჩებათ. დამხმარე საშუალებით რომ გადაადგილდებოდა, ახლა ვეღარ გადაადგილდება იმდენად არის დასუსტებული", - აცხადებს გიული ალასანია.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)