|
2023-01-20 15:12:36, 1600 ნახვა
ომი უკრაინაში
ასობით მადლობა არ არის ასობით ტანკი, სიტყვებით იარაღის ჩანაცვლება არ შემიძლია - ზელენსკი „რამშტაინის“ მონაწილეებს
მოგიწოდებთ მიიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებსაც შეუძლია რუსეთის ბოროტებას ნებისმიერი ძალა წაართვას,- ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიაში, „რამშტაინის“ ფორმატში მიმდინარე შეხვედრის მონაწილეებს დისტანციური ჩართვისას. ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ერების განადგურებას ცდილობს, ამიტომ სწორედ ომი გადაწყვეტს „როგორი სამყაროში ვიცხოვრებთ“. "თქვენ ხართ ძლიერი ხალხი ძლიერი ქვეყნებიდან. მე მოგიწოდებთ მიიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებმაც შეიძლება წაართვან რუსეთის ბოროტებას ნებისმიერი ძალა. თქვენი ძალაა გარანტია არტილერიისა და საჰაერო ხომალდის, რომელიც ჩაახშობს ტერორს",- განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, დრო რუსეთის იარაღად რჩება და ამიტომ, საჭიროა, სწრაფად მოქმედება. ”ასობით მადლობა არ არის ასობით ტანკი. ჩვენ ყველას შეგვიძლია გამოვიყენოთ ათასობით სიტყვა განსახილველად, მაგრამ მე არ შემიძლია სიტყვებით ჩავანაცვლო იარაღი, რომელიც საჭიროა რუსული არტილერიის წინააღმდეგ, ან იმ საზენიტო რაკეტების ნაცვლად, რომლებიც საჭიროა. დაიცავით ხალხი რუსული დარტყმებისგან“, - დასძინა ზელენსკიმ. პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას, უპასუხა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა და თქვა, რომ პარტნიორები უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ. ცნობისთვის, "რამშტაინის" ფორმატში შეხვედრამდე, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აშშ-ს ულტიმატუმი წაუყენა და განაცხადა, რომ უკრაინისთვის Leopard 2 ტიპის ტანკების გადაცემაზე თანხმობას იტყვის, თუ შეერთებული შტატები უკრაინას ამერიკული წარმოების M1 Abrams-ის ტანკებს მიაწვდის. უკრაინისთვის Leopard 2-ის გაგზავნის საკითხს განიხილავს კანადაც, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ამ ტიპის საბრძოლო ტექნიკას გერმანია აწარმოებს, Leopard 2-ის რეექსპორტისთვის სწორედ აღნიშნული ქვეყნის მთავრობის თანხმობაა საჭირო.
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)