|
2023-01-19 01:41:10, 1254 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქო ირანის რეჟიმის სასლულიერო ლიდერებთან ერთად, მსოფლიოში არსებულ სულიერ გამოწვევებზე წუხს
17 იანვარს საქართველოს საპატრიარქოში ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი აქვეყნებს. "დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ აჰლ ბეითის მსოფლიო ასამბლეის გენერალური მდივანი, აიათოლა რეზა რამეზანი, ირანის ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლები, ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ბატონი მაჰმუდ აბიდი და სხვა ოფიციალური პირები. შეხვედრაზე საუბარი მეგობრულ ვითარებაში წარიმართა და თანამედროვე მსოფლიოში არსებულ სულიერ გამოწვევებს შეეხო." - წერს საქართველოს საპატრიარქო. ირანის დედაქალაქის სასამართლომ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებზე დაკავებულ 400 ადამიანს, განაცხადა სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელმა. თეირანის გენერალურმა პროკურორმა თქვა, რომ 160 „აჯანყებულს“ მიესაჯა 5-დან 10 წლამდე პატიმრობა, 80-ს ორიდან ხუთ წლამდე და 160 ადამიანს ორ წლამდე ან ნაკლები. ირანის ისლამურმა ხელისუფლებამ არეულობის გამო მსჯავრდებული მეშვიდე ადამიანი ჩამოახრჩო. 2022 წლის 16 სექტემბერს ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რომელიც უკავშირდება 22 წლის აქტივისტის მაჰსა ამინის ვიცე-პოლიციის მიერ მკვლელობას, რომელიც დააკავეს ჰიჯაბის ტარების შესახებ კანონის სავარაუდო დარღვევისთვის. შედეგად, ბევრმა ირანელმაც შეწყვიტა მისი ტარება. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ თურქმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების დროს დააკავეს 14000 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)