|
2023-01-18 11:07:22, 1549 ნახვა
ომი უკრაინაში
NYT - აშშ უკრაინას საარტილერიო ჭურვებს ისრაელისა და სამხრეთ კორეის საწყობებიდან აწვდის
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საარტილერიო მარაგების დაახლოებით ნახევარი ისრაელისა და სამხრეთ კორეიდან მიიღო. ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა. წყაროს ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თვეში დაახლოებით 90 000 ჭურვს იყენებს, რაც ორჯერ აღემატება აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში ჭურვების წარმოების რაოდენობას. შესაბამისად, ვაშინგტონმა ისრაელს ამერიკული საწყობებიდან უკრაინაში ჭურვების გადატანის თხოვნით მიმართა. "ისრაელის ოფიციალურმა პირებმა გამოთქვეს შეშფოთება პენტაგონის წინადადების გამო, მაგრამ მაინც დათანხმდნენ კიევს, მიეწოდებინათ დაახლოებით 300,000 155 მმ ჭურვი, ნაწილობრივ იმის გამო, რომ საბრძოლო მასალა ამერიკის საკუთრება იყო",- ამბობს წყარო. თუმცა, ისრაელის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისრაელს არ შეუცვლია "იარაღის არ მიწოდების პოლიტიკა". გასულ წელს პენტაგონმა ასევე სთხოვა სამხრეთ კორეას ამერიკული მარაგებიდან უკრაინაში საბრძოლო მასალის გადატანა. ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, სამხრეთ კორეელებს უფრო მეტად სურდათ, ვიდრე ისრაელებს, ეთანამშრომლათ შეერთებულ შტატებთან რეზერვების ათვისებაში. მაგრამ ისინი ასევე აპროტესტებდნენ ჭურვების პირდაპირ უკრაინაში გაგზავნას. სამხრეთ კორეის მთავრობას არ სურდა ROK-ის (კორეის რესპუბლიკის) მარკირებული საარტილერიო ჭურვების გამოჩენა უკრაინაში. ისრაელში, შეერთებული შტატების სამხედრო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მარაგი 1973 წლით თარიღდება, როდესაც არაბეთ-ისრაელის ომის დროს, შეერთებულმა შტატებმა ისრაელის ძალების მოსამარაგებლად იარაღები თვითმფრინავით გადაიტანა. ომის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა შექმნა საწყობები ისრაელში, რათა იერუსალიმს კრიზისის შემთხვევაში გამოეყენებინა. 1980-იან წლებში ორი ქვეყნის მიერ ხელმოწერილმა სტრატეგიულმა მემორანდუმმა გზა გაუხსნა ისრაელში პენტაგონის აქტივების განლაგებას.
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)