|
2023-01-17 17:51:08, 1582 ნახვა
სამართალი
ბელარუსში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც უკრაინაში საომრად წასვლა სურდა
ბელარუსში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც უკრაინაში საბრძოლველად წასვლა სურდა. აღნიშნულ ინფორმაციას ბელარუსის სამთავრობო არხი "ბელარუს 1" ავრცელებს. მედიასაშუალების მიერ მომზადებულ სიუჟეტში ნათქვამია, რომ 36 წლის გიორგი ზირაქაშვილი პოლონეთში ცხოვრობდა და ტაქსის მძღოლად მუშაობდა. პოლონეთიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მას, წესების დარღვევის გამო, ევროკავშირში შესვლა აეკრძალა. მედიის მტკიცებით, საქართველოში ყოფნისას, ზირაქაშვილმა ქართულ ლეგიონში გაწევრიანება და უკრაინის მხარეზე ბრძოლა გადაწყვიტა, საელჩომ კი, ურჩია უკრაინაში ბელარუსის, პოლონეთის ან მოლდოვის გავლით წასულიყო. ტელევიზია ირწმუნება, რომ ზირაქაშვილმა "უკრაინაში გადასასვლელად" მინსკში უკრაინის საელჩოს მიმართა და მისი დაკავებაც უშიშროების ძალების მიერ ბელარუსში მოხდა. "ბელარუს 1"-მა უკრაინის საელჩო ომისთვის ადამიანების დაქირავებაში დაადანაშაულა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)