|
2023-01-17 17:35:29, 912 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია - ჩიტაიასა და კლდიაშვილის ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
წყალარინების ქსელზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ჩიტაიას ქუჩის ნაწილზე - ფიროსმანისა და ჩიტაიას ქუჩის კვეთიდან ჩიტაიასა და კლდიაშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 18 იანვრის 10:00 საათიდან 22 იანვრის ჩათვლით, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. ასევე, ჩაიკეტება კლდიაშვილის ქუჩის ნაწილი (გ. დოლიძისა და კლდიაშვილის ქუჩის კვეთიდან ჩიტაიასა და კლდიაშვილის ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთი). ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში ჩიტაიას ქუჩიდან კლდიაშვილის ქუჩის მიმართულებით, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ჩიტაიასა და ჩუბინაშვილის ქუჩების გამოყენებით, ხოლო კლდიაშვილის ქუჩიდან ჩიტაიას ქუჩის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება ნინოშვილისა და მარჯანიშვილის ქუჩების საშუალებით; დოლიძის ქუჩიდან ავტომობილები კლდიაშვილის ქუჩისკენ მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით გადაადგილდებიან. მიკროავტობუსები: N416, N436, N462, N477, N490, N517, N507, N522, N529 და ავტობუსები: N362, N368 სადგურის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, კლდიაშვილის ქუჩის ნაცვლად, გადაადგილდებიან ფიროსმანის ქუჩის გავლით, ხოლო უკუმიმართულებისას, სადგურის მოედნიდან გოგოლის ქუჩით დაუკავშირდებიან ფოცხვერაშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებს, გადაადგილდებიან მარჯანიშვილის ქუჩაზე და მარცხნივ მოხვევით, ჩიტაიას ქუჩაზე გადაინაცვლებენ, რის შემდეგაც, სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებენ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)