00:58 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-13 09:19:19, 2136 ნახვა

ომი უკრაინაში
პენტაგონი რუსეთის მიერ სოლედარის აღებას არ ადასტურებს

პენტაგონი რუსების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარის სრულად აღებას არ ადასტურებს. ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა, საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა ბრიფინგზე ისაუბრა.

პრესმდივნის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები სოლედარის მახლობლად ბრძოლას განაგრძობენ.

"ჩვენ ნამდვილად ვხედავთ ინტენსიურ და მძიმე ბრძოლას სოლედარის გარშემო ისევე, როგორც ბახმუტთან, რომელიც შედარებით ახლოსაა. ჩვენ ვერ დავადასტურებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სოლედარი რუსული ძალების მიერ იქნა აღებული", - განაცხადა პრესმდივანმა.

ცნობისთვის, რუსეთის დაქირავებული ჯგუფის "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მისმა ძალებმა სოლედარის აღება დაასრულეს.

ქალაქის აღების შესახებ ინფორმაციას უარყოფს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, "დონეცკის მიმართულება დგას და ბრძოლა გრძელდება". 

სოლედარის შესახებ ცნობებს ავრცელებს CNN-იც, რომლის გადამღები ჯგუფიც ქალაქთან ახლოს იმყოფება. როგორც ჟურნალისტები ამბობენ, უკრაინა სოლედარში მძიმე ბრძოლებს აგრძელებს, უკან დახევის ნიშნები არ არის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics