|
2023-01-06 15:17:49, 1733 ნახვა
ომი უკრაინაში
ვერეშჩუკი - რუსები საშობაოდ ოკუპირებული ტერიტორიების ეკლესიებში ტერორისტულ თავდასხმებს ამზადებენ
არსებობს ინფორმაცია, რომ საშობაოდ რუსები ამზადებენ ტერორისტულ თავდასხმებს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ეკლესიებში, - ამის შესახებ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა. მინისტრმა უკრაინის მოქალაქეებს მოუწოდა, გამოიჩინონ სიფრთხილე და შეძლებისდაგვარად, თავი შეიკავონ ხალხმრავალი ადგილების მონახულებისგან. "არსებობს ინფორმაცია, რომ საშობაოდ რუსები ამზადებენ ტერორისტულ თავდასხმებს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ეკლესიებში. იზრუნეთ საკუთარ თავზე და თქვენს ახლობლებზე. დაელოდეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს", - განაცხადა ვერეშჩუკმა. ცნობისთვის, 5 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს საშობაო პერიოდისთვის „ცეცხლის შეწყვეტის“ დაწესება დაავალა. პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა, პუტინის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ „დროებითი ზავი“ შეიძლება დაიწყოს, როდესაც რუსი აგრესორი დატოვებს უკრაინის ტერიტორიას . ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთთან არანაირ მოლაპარაკებას არ გამართავს ე.წ. საშობაო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ვლადიმერ პუტინი იყენებს ე.წ „ზავს“, რათა დროებით მაინც შეაჩეროს უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა აღმოსავლეთში.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)