|
2023-01-03 21:13:32, 1284 ნახვა
მსოფლიო
ბრაზილიის პრეზიდენტი ლულუ დასილვა პელეს დაემშვიდობა
ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ 29 დეკემბერს გარდაცვლილი ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი პელეს გაცილების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ახლახან ხელახლა არჩეული სახელმწიფოს მეთაური ლულა და სილვა სანტოსში, ვილა ბელმიროს სტადიონზე ჩავიდა, სადაც ფეხბურთელის, მარსია აოკის ქვრივს მიუსამძიმრა. განშორების შემდეგ ლულამ ტვიტერზე ცერემონიიდან ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა "მშვიდობით მეფე. მშვიდად განისვენე პელე". დაკრძალვის ცერემონია პელეს საფეხბურთო კლუბ „სანტოსის“ საშინაო სტადიონზე გაიმართა, რომელშიც მან თავისი კარიერის უმეტესი ნაწილი ითამაშა. პელე ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ნაკრებთან ერთად სამი მსოფლიო ტიტული მოიგო: 1958, 1962 და 1970 წლებში. ბრაზილიის ნაკრებში მან 92 მატჩში 77 გოლი გაიტანა. პელე რჩება ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშედ, რომელმაც გაიტანა გოლი მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონატზე (ბურთი მეოთხედფინალში უელსის წინააღმდეგ 1958 წელს, ის იყო 17 წლის და 239 დღის), მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა. (საფრანგეთთან მატჩში), ასევე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც ფინალში გაიტანა. ბრაზილიაში "ფეხბურთის მეფის" გარდაცვალების შემდეგ სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)