03:08 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-06 18:53:01, 828 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის” წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი  გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაიწყო. მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში პირველი შეხვედრა  საქართველოს მთავრობის მეთაურმა “ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის” პრეზიდენტ რიჩარდ ფონტეინთან და ცენტრის აღმასრულებელ დირექტორთან, მიშელ ფლურნოისთან გამართა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების საკითხები, მათ შორის საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში წარმატებული თანამშრომლობა და  საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხები იყო.
აღინიშნა, რომ  ნატო-ს უელსის სამიტზე საქართველომ  ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.  საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არსებითი პაკეტის განხორციელების პერსპექტივებს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებზე და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციაზე. გამოითქვა შეშფოთება რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან გაფორმებული ე.წ. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების» და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან  დაგეგმილი მსგავსი „ხელშეკრულების"  გაფორმების გამო.
მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს. აღინიშნა საქართველოს მიერ საერთაშორისო მისიებში შეტანილი წვლილი. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ მდგომარეობას, მათ შორის უკრაინის კრიზისს.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics