09:48 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-25 13:09:05, 987 ნახვა

საზოგადოება
ალასანია სააკაშვილზე - საშინელი სისუსტე აქვს, ნერვული სისტემა დანგრეული - პატრიოტიზმისთვის ისჯება

საშინელი სისუსტე აქვს, ნერვული სისტემა აბსოლუტურად დანგრეული. ყოველი საათი ძვირფასია ჩვენთვის,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა "ვივამედის" დატოვების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის გადავადება ნორმალური მოვლენა არ არის, რადგან ჩანს გაჭიანურების ტენდენცია.

"საშინელი სისუსტე აქვს, ნერვული სისტემა აბსოლუტურად დანგრეული. ყოველი საათი ძვირფასია ჩვენთვის. მე, რა თქმა უნდა, არ მომეწონა ასეთი გადადება, როცა განსაკუთრებული შემთხვევაა, მე მგონია, რომ ყველას შეუძლია ცოტა...მით უმეტეს რომ ახალი წელი მოდის უკვე და მერე საერთოდ მკვდარი დღეები იწყება, ამ საქმისთვის ვამბობ, თორემ ისე ძალიანაც ცოცხალი დღეებია, ახალი წელია კი ბატონო, მაგრამ რით ვაბიჯებთ ამ ახალ წელში, იმით, რომ ეს ადამიანი გვყავს ციხეში და ასეთ მდგომარეობაში და ელოდება სიკვდილს. 

რა მაკვირვებს იცით, მე ცხოვრების დიდი ნაწილი გავატარე საბჭოთა კავშირში და მაშინაც კი, რომ მახსოვს, ამერიკის სიყვარულიც კი არ იყო ისე აკრძალული, როგორც დღეს ჩვენთან ისჯება სამშობლოს სიყვარული, აი მაგალითი გვაქვს ცოცხალი. მიხეილ სააკაშვილი ისჯება პატრიოტიზმისთვის", - ამბობს ალასანია.

შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობის განხილვაზე პირველი სხდომა ჩატარდა. პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილი დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი პროცესი 29 დეკემბერს გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics