09:48 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-25 01:46:50, 2077 ნახვა

საზოგადოება
სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიაში შობის დღესასწაული აღნიშნეს

შობის დღესასწაული აღნიშნეს საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიაში. საზეიმო მსახურება საღამოს, 21:00 საათზე დაიწყო. წირვა ეკლესიის უხუცესმა წინამძღვარმა, ლევან ახალმოსულიშვილმა მათეს სახარების კითხვით დაიწყო, შეკრებილებს სახარებიდან ქრისტეს შობის ნაწილი წაუკითხა და დღევანდელი დღე მიულოცა. ქადაგება საეკლესიო საგალობლებით გაგრძელდა.

„მინდა, მთელ საქრისტიანოს მივულოცო დღევანდელი დღე – ქრისტეს შობა. ეს არის უდიდესი დღესასწაული. ქრისტიანულ სამყაროში, საერთოდ, ორი დღესასწაულია: ქრისტეს შობა და აღდგომა. ორივე ძალიან ლამაზი დღესასწაულია, მაგრამ განსაკუთრებით გამოირჩევა შობა, თავისი მნიშვნელობითა და მრავალფეროვნებით. სამწუხაროა, რომ თანდათანობით ოჯახები, ქრისტიანები, ცალკეული პიროვნებები რიტუალურად, კულტურის ერთ-ერთ ნაწილად აღიქვამენ ამ დღესასწაულს. შობაზე არის დამოკიდებული კაცობრიობის არსებობის, სიცოცხლის გაგრძელება. დღეს თუ ჩვენ ცოცხლები ვართ, დღეს თუ ჩვენ გვაქვს რაიმე ადამიანური – ეს არის იესო ქრისტეს დამსახურება“, – განუცხადა პირველ არხს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიის წინამძღვარმა, ლევან ახალმოსულიშვილმა.

საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესია 2017 წელს, საქართველოში ბაპტისტური ეკლესიის 150 წლისთავზე გაიხსნა. ამ დროისთვის კავშირი 40-მდე ეკლესიასა და 800-მდე წევრს აერთიანებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics