|
2022-12-21 14:17:42, 2412 ნახვა
ომი უკრაინაში
რეზნიკოვი - ხერსონში რუსული ოკუპაციის მსხვერპლთა კიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს
ხერსონში კიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი Twitter-ზე წერს. რეზნიკოსვის თქმით, 30 ნოემბერს სოფელ პრავდინოში რუსული ოკუპაციის მსხვერპლთა მასობრივი საფლავები აღმოაჩინეს, სადაც 7 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იყო, მათ შორის მოზარდი გოგონა. „30 ნოემბერს სოფელ პრავდინოში (ხერსონის ოლქი) აღმოაჩინეს რუსული ოკუპაციის მსხვერპლთა მასობრივი საფლავები, 7 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის მოზარდი გოგონა. რუსებმა უგულებელყვეს ჟენევის მე-4 კონვენცია, რომელიც კრძალავს ძალადობას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ისინი უბრალოდ კლავენ“,- წერს რეზნიკოვი. მისივე თქმით, მხოლოდ დეოკუპირებულ ხარკოვის რეგიონში 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მათ შორის ბავშვების ცხედრები აღმოაჩინეს. სამძებრო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება. შეგახსენებთ, რომ 17 ნოემბრის მდგომარეობით, ხერსონის რაიონში სამართალდამცავებმა 63 ნაწამები ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ასევე, როგორც ცნობილია, 29 ნოემბერს, G7-ის იუსტიციის მინისტრებმა მიიღეს დეკლარაცია უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების გამოძიების შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)