|
2022-12-21 13:15:29, 1170 ნახვა
საზოგადოება
ალასანია - სააკაშვილი მომავალ დაბადების დღეს არც აქ და არც ციხეში არ უნდა იყოს, ეს არ დაუმსახურებია
მიხეილ სააკაშვილი მომავალ დაბადების დღეს აქ არ უნდა იყოს, არც ციხეში უნდა იყოს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. როგორც ალასანიამ "ვივამედში" მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ აღნიშნა, სააკაშვილმა სისტემის დანგრევისთვის მხოლოდ მადლობა დაიმსახურა. "მიხეილ სააკაშვილი მომავალ დაბადების დღეს აქ არ უნდა იყოს, არც ციხეში უნდა იყოს, მას ეს არ დაუმსახურებია. ამ ადამიანმა საქართველოსგან, უკრაინისგან, ყოფილი სისტემის დანგრევისთვის მხოლოდ მადლობა დაიმსახურა", - უთხრა პრეზიდენტის დედამ მედიის წარმომადგენლებს. ალასანია ასევე გამოეხმაურა სააკაშვილის მოწამვლის საკითხზე პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებას და თქვა, რომ მალხაზ ურთქმელიძის განმარტება მისთვის მისაღები არ არის. „ეს განმარტება ჩემთვის მისაღები არ არის. ჩვენ გვაქვს კალიფორნიის ლაბორატორიის დასკვნა და ის არის ჩემთვის არგუმენტი და დასკვნა. ეს დასკვნა სწორი არ არის, ვერაფერს დაამტკიცებს. თავისი არგუმენტები კალიფორნიის ტოქსიკოლოგებს მიუტანოს“, - აცხადებს ალასანია. შეგახსენებთ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მალხაზ ურთქმელიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლა არ დასტურდება.
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)