|
2022-12-21 12:30:31, 1544 ნახვა
ეკონომიკა
სებასტიან მოლინეუსი - საქართველო დღეს პირველ ადგილზეა საჯარო ფინანსების მართვის სისტემით
საქართველო დღეს პირველ ადგილზეა განვითარებადი ბაზრებისა და ქვეყნების რეიტინგში თავისი საჯარო ფინანსების მართვის სისტემით და 2016 წლის მეთოდოლოგიის გამოყენებით. ეს უდავოდ ძალიან შთამბეჭდავი მიღწევაა. ეს დასტურდება სხვა საერთაშორისო კვლევებითაც, მაგალითად, „ღია ბიუჯეტის ინდექსით", სადაც საქართველო პირველ ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის ნიშნით - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა 2022 წლის საქართველოს სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) და გენდერულ ასპექტებზე ორიენტირებული საჯარო ფინანსების მართვის (GRPFM) შეფასების ანგარიშების პრეზენტაციაზე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მუდმივად აუმჯობესებს შედეგებს. „ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ საქართველოს ასეთ წარმატებულ შედეგებს ვხედავ. პრინციპში, 2018 წლიდან ძალიან ძლიერი წინსვლის მომსწრენი ვართ. 15 მიმართულების ნაცვლად, უკვე 27 შემთხვევაშია უმაღლესი (A) შეფასება. ჯამში, 31 მიმართულებაა. ეს შედეგი, ჩემი აზრით, ძალიან კარგი გაუმჯობესების მანიშნებელია. წელს, სიახლის მომსწრენიც გავხდით, რადგან გენდერული ასპექტები მოვარგეთ ამ ინსტრუმენტს და საჯარო ფინანსების მართვის სისტემა ამ ჭრილშიც შევაფასეთ საქართველოში. ამ სფეროში წინსვლას რომ ვაანალიზებთ, ცხადი ხდება, რომ ოდნავ მეტი სამუშაოს შესრულებაა საჭირო და სიამოვნებით ვაგრძელებთ ძლიერ პარტნიორობას ფინანსთა სამინისტროსთან ამ მიმართულებით თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად. მადლობა მინდა გადავუხადო პარტნიორებს, განსაკუთრებით, ევროკავშირს და სხვებს ამ ანგარიშზე მუშაობის კონტექსტში, ასეთი ძლიერი თანამშრომლობისთვის", - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა. ცნობითვის, 2022 წლის სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) გლობალური ანგარიშის მიხედვით, PEFA-ს შეფასებით, საჯარო ფინანსების მართვის მუდმივი გაუმჯობესებით, საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოს 59 ქვეყანას შორის. სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) შეფასების შედეგების მიხედვით, წარმოდგენილი 31 ინდიკატორიდან 27 გაუმჯობესდა ან შენარჩუნდა 2018 წლის შეფასებასთან შედარებით. საქართველოს სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) და გენდერულ ასპექტებზე ორიენტირებული საჯარო ფინანსების მართვის (GRPFM) შეფასების ანგარიშები მსოფლიო ბანკმა ფინანსთა სამინისტროს ჩართულობით და ევროკავშირის მხარდაჭერით განახორციელა.
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)