|
2022-12-15 17:45:20, 1689 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი უნგრეთის ელჩს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანა მარია შიკოს შეხვდა. შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და სხვა სფეროებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. ფინანსთა მინისტრმა უნგრელ დიპლომატს გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარება და 2023 წლის მაკროეკონომიკური და საბიუჯეტო პარამეტრები. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ მიმართულებით უნგრეთის მხარდაჭერას. საუბარი შეეხო ევროკავშირის საინვესტიციო პოლიტიკის საფლაგმანო პროექტებს. ელჩმა დააფიქსირა მზაობა, აქტიურად შეუწყოს ხელი საქართველოსა და უნგრეთს შორის პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)