10:43 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-15 09:35:08, 3028 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთი დონბასში ქალაქს ქალაქზე ანადგურებს - ასეთ პირობებში თავდაცვა მხოლოდ გმირობა არა, რაღაც უფრო მეტია

რუსეთი დონბასში ქალაქს ქალაქზე ანადგურებს, როგორც მარიუპოლს, ვოლნოვახას, ბახმუტს. ასეთ პირობებში თავდაცვა მხოლოდ გმირობა არაა, რაღაც უფრო მეტია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ფრონტის ხაზზე, სადაც მტერი ყველაფრის განადგურებას ცდილობს, თითოეული მეტრის მოპოვება უკიდურესად მძიმეა. 

"ფრონტის ხაზზე სიმშვიდე არ არის. ადვილი და მარტივი არაფერია. ყოველი დღე და ყოველი მეტრის მოპოვება უკიდურესად მძიმეა, განსაკუთრებით კი იქ, სადაც მტერი ცდილობს, რომ არტილერიით გაანადგუროს ყველაფერი ისე, რომ მხოლოდ ნანგრევები და მიწაში კრატერები დარჩეს...  მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მეომარს, რომლებიც უძლებენ ოკუპანტების ზეწოლას. მინდა ვისაუბრო 46-ე ცალკეული საჰაერო ბრიგადის მეომრებზე, რომლებმაც ძალიან ოსტატურად და მამაცურად დაამარცხეს მტერი მორიგი შეტევის დროს და აიძულეს უკან დახევა. ყოჩაღ! ასევე მინდა აღვნიშნო მე-80 და 95-ე ცალკეული საჰაერო-სადესანტო ბრიგადების მეომრები, რომლებიც იბრძვიან კრემინის მიმართულებით თანაც ძალიან ეფექტურად. მადლობა, მებრძოლებო! მადლობა ჩვენს ჰაერსაწინააღმდეგო არტილერისტებს და საჰაერო ძალებს, რომ ირანული დრონების მორიგი თავდასხმა მოიგერიეს. კიევის რეგიონის ცას საჰაერო ძალების 96-ე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო ბრიგადა იცავს - მადლობა ბიჭებო! დიდება ყველას, ვინც ჩვენი ქვეყნისთვის იბრძვის! დიდება ყველას, ვინც თავისი სიმამაცით და ეფექტურობით ავსებს სიტყვას, რომელიც ახლა მთელ მსოფლიოში ისმის, სიტყვა - უკრაინა", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
თურქეთში რამდენიმე საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგადაც დაღუპულები და დაშავებულები არიან
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ასევე ყუბანს და ვორონეჟის შეუტიეს
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics