13:17 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-13 19:21:21, 1256 ნახვა

საზოგადოება
ყაველაშვილი სააკაშვილზე - ხვალ იქნება გულის წასვლის ინსცენირება, რომ უფრო მძაფრი სიუჟეტი იყოს

ეს არის დიდი სპეცოპერაციის ნაწილი. ხვალინდელ სხდომასთან დაკავშირებით გამოიკვეთა კიდევაც, ადვოკატის საუბარს თუ დავემოწმებით, დღეს სამჯერ თუ ოთხჯერ გული წაუვიდა. ამით უნდათ დაანახონ საზოგადოებას, როგორ მძიმედ არის სააკაშვილი და ხვალინდელ ჩართვაშიც ამ სიმულაციას გამოიყენებს, თითქოს გული წაუვიდა, - განაცხადა  „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით,ოპოზიცია გადაიქცა პოლიტიკურ ნაგვად,რომლის გადამუშავებასაც დასავლელი პარტნიორები ცდილობენ,მაგრამ სიტუაცია იმდენად მძიმედ არის,რომ გადამუშავებასაც აღარ ექვემდებარება.

„ეს არის დიდი სპეცოპერაციის ნაწილი. ხვალინდელ სხდომასთან დაკავშირებით გამოიკვეთა კიდევაც, ადვოკატის საუბარს თუ დავემოწმებით, დღეს სამჯერ თუ ოთხჯერ გული წაუვიდა. ამით უნდათ დაანახონ საზოგადოებას, როგორ მძიმედ არის სააკაშვილი და ხვალინდელ ჩართვაშიც ამ სიმულაციას გამოიყენებს, თითქოს გული წაუვიდა“ 

ყველასთვის თვალნათელია, რომ ხვალ ასეთი დადგმა იქნება, რომ გული წაუვიდა, რომ უფრო მძაფრი სიუჟეტი იყოს გამოვლენილი დღევანდელი ხაჭაპურიძის ნათქვამიდან, რომ 20 წუთში სამჯერ წაუვიდა გული და ხვალ კიდევ მაინც შეეცდება პროცესს ჩაერთოს. ვეღარაფერი უშველის ამ ძალას. რადიკალური ოპოზიცია გადაიქცა პოლიტიკურ ნაგვად, ჩვენი პარტნიორები ცდილობენ, როგორმე გადამუშავებას დააქვემდებარონ, მაგრამ იმდენად მძიმე ნივთიერებებით არის შეპყრობილი პოლიტიკური ოპოზიცია, შეუძლებელია მათი გადამუშავება და ბუნებრივ პირობებს უნდა დაველოდოთ, რომ ნელ-ნელა ეს მავნე და საშინელი ძალა გაილევა“, - განაცხადა ყაველაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics