14:54 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-10 01:07:53, 1611 ნახვა

საზოგადოება
ხერხეულიძე - ნეტა,ისეთ მდგომარეობაში იყოს მიშა,როგორსაც ფოტოზე ვხედავთ

მაქსიმალურად თავშეკავებით ვიტყვი- ფოტო,რომელიც გავრცელდა,არ ასახავს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამჟამინდელ მდგომარეობას. განაცხადა პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ეკა ხერხეულიძემ,მიხეილ სააკაშვილის ფოტოების გავრცელების შემდგომ.

მისივე თქმით,მედიებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ,როცა ადამიანის ბედი წყდება და საზოგადოების მაღალ ინტერესს ძველი ფოტოების ტირაჟირებით აკმაყოფილებენ.

"მაქსიმალურად თავშეკავებით ვიტყვი- ფოტო,რომელიც გავრცელდა,არ ასახავს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამჟამინდელ მდგომარეობას. მეტი პასუხისმგებლობა მართებთ,როცა ადამიანის ბედი წყდება და საზოგადოების მაღალ ინტერესს ძველი ფოტოების ტირაჟირებით აკმაყოფილებენ. ნეტა,ისეთ მდგომარეობაში იყოს მიშა,როგორსაც ფოტოზე ვხედავთ.ადამიანი იმის ნახევარია. იმედია,შეცდომაში შეყვანილი მედია დროულად დაადგენს ფოტოს გადაღების თარიღს. განვმეორდები-ნეტა,ასე გამოიყურებოდეს დღეს მიშა.” - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობა  14 დეკემბრის 11:00 საათისთვის გადაიდო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ ძალაში შევიდა
კობახიძე ვახო სანაიას პარტიულ აქტივისტს უწოდებს და პოლიტიკურ დაკვეთაზე საუბრობს
სავალდებულო სატენდერო შეთავაზება
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics