13:24 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-07 09:30:48, 1891 ნახვა

ომი უკრაინაში
ორბანი უკრაინისთვის დახმარების დაბლოკვაზე - გვინდა დავარწმუნოთ ევროკავშირი, რომ ვალი გამოსავალი არ არის

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ირწმუნება, რომ მისი ქვეყანა შანტაჟს არ მიმართავს, თუმცა უკრაინაში ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებას მაინც ბლოკავს .

ამასთან, მისივე თქმით, ევროკავშირის დახმარების გაწევაზე ვეტო არ დაუდია და მზადაა თავად უზრუნველყოს იგი - ორმხრივ საფუძველზე.

"დღეს სიახლე არის ის, რომ უნგრეთმა დაბლოკა ფინანსური დახმარება უკრაინას. ეს ყველაფერი ყალბია. უნგრეთი მზად არის ფინანსური დახმარება გაუწიოს უკრაინას, ოღონდ ორმხრივად. არავითარი ვეტო, არც შანტაჟი. ჩვენ გვინდა დავარწმუნოთ ევროკავშირის ქვეყნები, რომ საერთო ევროპული ვალი გამოსავალი არ არის. თუ ჩვენ გავაგრძელებთ სვლას ვალის მქონე საზოგადოებისკენ, შეუძლებელი იქნება შემობრუნება. ჩვენ სხვანაირად ვხედავთ ევროპის მომავალს - ძლიერ წევრ ქვეყნებზე დაყრდნობით, ნაცვლად უზარმაზარი საერთო ვალისა",- წერს ორბანი.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია გამოქვეყნდა ორბანის გვერდზე, რომელსაც Twitter-ზე ვერიფიკაცია არ მიუღია. თუმცა, უმსხვილესი უნგრული მედია პრემიერის ამ განცხადებასაც ციტირებს. 

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის დასაწყისში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარში განაცხადა, რომ ევროკავშირი გეგმავს უკრაინას დახმარება შესთავაზოს 18 მილიარდ ევრომდე ოდენობით .

მალევე გახდა ცნობილი, რომ ევროკომისიამ წარადგინა შესაბამისი წინადადება უკრაინის მაკროფინანსური დახმარების პაკეტით და 24 ნოემბერს ევროპარლამენტმა თანხების გამოყოფაზე დათანხმდა .

სამშაბათს, 6 დეკემბერს, ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე, უნგრეთმა თანხის გამოყოფა დაბლოკა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics