|
2022-12-06 10:48:30, 1715 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკი კაპიტალს 27 მილიონი ლარით ზრდის
ბაზისბანკი, კაპიტალში დამატებითი სახსრების მოზიდვის მიზნით, კაპიტალს ზრდის. მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, ბაზისბანკის აქციონერთა საერთო კრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ბაზისბანკმა განახორციელა 1,034,254 ჩვეულებრივი აქციის ემისია. ბაზისბანკის მიერ ემიტირებული აქციები, უმსხვილესი აქციონერის, შპს „ხინჯიანგ ჰუალინგ ინდუსთრი ენდ თრეიდ (გრუფი) ქო“-ს მიერ, სრულად იქნა შეძენილი 27 მილიონ ლარად. შედეგად კი, ბაზისბანკის საზედამხედველო კაპიტალმა 430 მილიონ ლარს გადააჭარბა. „ბაზისბანკის უმსხვილესმა აქციონერმა, ბანკისადმი მაღალი ნდობისა და მხარდაჭერის ნიშნად, კაპიტალში ინვესტიცია 27 მილიონი ლარით გაზარდა, რაც ხელს შეუწყობს ბანკის განვითარებას, დასახული სტრატეგიული მიზნების მიღწევასა და ბიზნესისთვის დამატებითი ფინანსური რესურსების შეთავაზებას. ბაზარზე 29 წლიანი მოღვაწეობის შედეგად, ჩამოვყალიბდით სოლიდურ უნივერსალურ საფინანსო ინსტიტუტად, რომელიც მაღალი ხარისხის ფინანსურ მომსახურებას უწევს როგორც საცალო, ასევე საშუალო და მსხვილ ბიზნესს. ბაზისბანკის ჰოლდინგი, ასევე მოიცავს სადაზღვევო და სალიზინგო მიმართულებებს. ბაზისბანკის მთლიანი აქტივები კი 3 მილიარდ ლარს აჭარბებს.“ - აღნიშნა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)