22:07 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-30 13:48:37, 1806 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - ხულო-ზარზმის გზის ისტორიული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი, შენდება ხიდები და ხელოვნური ნაგებობები. წელს დასრულდება გზის 10 კილომეტრიანი მონაკვეთი, ხოლო მთლიანი 47 კმ-იანი გზის მშენებლობის დასრულება 2023 წელს იგეგმება.

ხულო-ზარზმის განახლებული გზა დიდ შესაძლებლობებს გაუჩენს როგორც მაღალმთიან აჭარას, ისე სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობას. კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება კურორტი გოდერძი და ტურიზმი მაღალმთიან აჭარაში.

ორი რეგიონის დამაკავშირებელი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის, ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციის სამუშაოები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა მოინახულეს.

47 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი, სადაც,  საერთო ჯამში, 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. მოცემულ ეტაპზე, პირველ და მეორე მონაკვეთებზე, მთლიანობაში 42 კმ-ზე, ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის, ხიდებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა მიმდინარეობს. ამ მონაკვეთებზე დაგეგმილი სამუშაოების საერთო ღირებულება 95.6 მილიონ ლარს აღემატება. მეორე მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების დასრულება წლის ბოლოსთვის, ხოლო მთლიანი 47 კმ-იანი გზის მშენებლობის დასრულება 2023 წლისთვის იგეგმება.

ხულო-ზარზმის განახლებული გზა სამცხე-ჯავახეთსა და აჭარას ერთმანეთთან უმოკლესი გზით დააკავშირებს. გზა გადის რთულ გეოგრაფიულ და გეოლოგიურ რელიეფზე.

ხულო-ზარზმის გზის პირველ მონაკვეთზე სამუშაოები ქუვეითის ფონდის მხარდაჭერით, ხოლო მეორე და მესამე მონაკვეთებზე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გზაჯვარედინია, მისი სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics