|
2022-11-25 10:33:12, 1012 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებს შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ წინსვლას, მიმდინარე პროექტებს და კონკრეტული მიმართულებებით გამოწვევებს. შეხვედრაზე ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის და, ზოგადად, დარგობრივი განვითარება მეცნიერული კვლევების და ანალიზის გარეშე წარმოუდგენელია. შესაბამისად, მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის აქტიური თანამშრომლობა. „ჩვენი მეცნიერების აქტიური ჩართულობა და მათი რესურსის გამოყენება სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებს, წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში. ჩვენ ვთანამშრომლობთ სოფლის მეურნეობის მეცნიერების აკადემიასთან, სამეცნიერო წრეებთან; ასევე, განვსაზღვრავთ, თუ რა სქემით უნდა მოხდეს მათი ჩართვა სამინისტროს კონკრეტულ პროექტებში“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, მიწის კონსოლიდაციისა და ბალანსის, მელიორაციის, სასურსათო უსაფრთხოების, ციტრუსისა და მისი კონცენტრატის წარმოების, მარცვლოვანი კულტურების განვითარების, მეცხოველეობის, სუბსიდირების, მექანიზაციის, სახიფათო ნარჩენების მართვის და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, გურამ ალექსიძემ აღინიშნა, რომ მეცნიერებათა აკადემია, სამინისტროსთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სხვადასხვა ფორმატში აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს. შეჯერებული გადაწყვეტილებების მიღება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო დარგების განვითარებას, მეორე მხრივ, გააძლიერებს მომიჯნავე დარგებს, რაც, საბოლოოდ, ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაზე აისახება. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და სამინისტროს შესაბამისი უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)