|
2022-11-23 15:29:11, 953 ნახვა
საზოგადოება
არ არის საკმარისი საფუძველი, რომ პატრიარქმა პატრიარქთან ურთიერთობა გაწყვიტოს - მეუფე ნიკოლოზი კირილისთვის მილოცვაზე
რაც უკრაინაში დღეს ხდება, საქართველომ ეს გაიარა 90-იან წლებში და შემდეგ 2008 წლის ომში. ეს არ არის საკმარისი საფუძველი იმისა, რომ პატრიარქმა პატრიარქთან ურთიერთობა გაწყვიტოს, - ასე ეხმაურება ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლზი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ რუსეთის პატრიარქ კირილისთვის დაბადების დღის მილოცვას. მიტროპოლიტის თქმით, ეკლესიებს შორის ურთიერთობის გაწყვეტას "ძალიან სერიოზული არგუმენტი" სჭირდება. "ეკლესიებს შორის არსებობს ურთიერთობა, რომლის გაწყვეტასაც სჭირდება ძალიან სერიოზული არგუმენტები. ჩვენ ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს. რაც უკრაინაში დღეს ხდება, საქართველომ ეს გაიარა ჯერ კიდევ 90-იან წლებში და შემდეგ 2008 წლის ომში. ეს არ არის საკმარისი საფუძველი იმისა, რომ პატრიარქმა პატრიარქთან ურთიერთობა გაწყვიტოს. არასწორია, მე ასე მიმაჩნია", - აცხადებს ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მმართველი. "ტყუილია, არ არის ეს სწორი ინფორმაცია. ეს არის გაბუქებული და შეცვლილი. ეს არის სრულიად რუსეთის პატრიარქი და მის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ომი. იმის თქმა, რომ პატრიარქი ყუმბარებს მირონს სცხებს და ისე აგზავნის სასროლად, ეს არის ტყუილი", - უთხრა მეუფე ნიკოლოზმა მედიის წარმომადგენლებს. ცნობისთვის, პატრიარქმა, ილია მეორემ პატრიარქ კირილს დაბადების დღე ამ სიტყვებით მიულოცა: "ამ რთულ დროში გისურვებთ ჯანმრთელობას და ყველა ღვთაებრივ სიკეთეს. გისურვებთ, ასევე, რომ თქვენი და საერთო ძალისხმევით რაც შეიძლება მალე აღდგენილიყოს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის, ჩვენს სახელმწიფოებს შორის".
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)