10:37 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-23 10:42:44, 1260 ნახვა

მსოფლიო
იერუსალიმში ორი აფეთქება მოხდა - დაშავებულია 18 ადამიანი, ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა

იერუსალიმში, ავტობუსის გაჩერებაზე ორი აფეთქება მოხდა. ქალაქის მერის მოადგილის, ფლერ ჰასან-ნახუმმას განცხადებით, დაშავებულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. 

პირველი აფეთქება ცენტრალურ ავტოსადგურთან დაახლოებით დილის 7:00-საათისთვის მოხდა. მალევე გავრცელდა ინფორმაცია მეორე აფეთქების შესახებ.

ჯერჯერობით უცნობია, რას უკავშირდება ეს ორი ინციდენტი. იერუსალიმის პოლიცია თავდასხმის ვერსიას განიხილავს.

ადგილობრივი მედია ვარაუდობს, რომ აფეთქება, შესაძლოა, ჩანთაში დატოვებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გამო მოხდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics