|
2022-11-22 12:27:40, 770 ნახვა
საზოგადოება
ისნის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყო
ისნის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყო. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სამუშაოები, ჯამში, 11 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდა, საიდანაც, დაახლოებით, ნახევარი ჰექტარი რეკრეაციული სივრცის ტერიტორიაა. „ისნის რაიონში, კერძოდ, ვაზისუბნის მე-3 მიკრორაიონის მე-2 კვარტალის მიმდებარედ კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. თანამედროვე სტანდარტების რეკრეაციული სივრცე ნახევარ ჰექტარზე მოეწყო. ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო ატრაქციონები, დასასვენებელი სივრცეები, ფიტნეს ზონა, მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო სივრცე, ასევე, დამონტაჟდა გარე განათების ქსელი. დაირგო ხე-მცენარეები, მოეწყო სარწყავი სისტემა. ყველაფერი გაკეთდა იმ მიდგომით და დამოკიდებულებით, რაც ასეთი პროექტების განხორციელების დროს გვაქვს. სამუშაოები, ჯამში, 11 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდა. აქედან, დაახლოებით, ნახევარი ჰექტარი კონკრეტულად რეკრეაციული სივრცის ტერიტორიაა, მიმდებარე არეალი კი თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კეთილმოაწყო. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ისნის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებს მადლობა გადავუხადო აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, გზის ორივე მხარეს მოეწყო შშმ პირთათვის ადაპტირებული ტროტუარი და საფეხმავლო ბილიკები. დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი აქტიურად განაგრძობს მუშაობას, რათა მსგავსი პროექტები თბილისის ყველა რაიონში განხორციელდეს, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე სპორტული მოედანიც მოეწყო. პროექტის ჯამური ღირებულება 2 332 540 ლარს შეადგენს.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)