|
2022-11-22 10:17:21, 810 ნახვა
საზოგადოება
დეკემბრიდან „საქართველოს ბანკის“ ინვესტიციების საკომისიო იცვლება
„საქართველოს ბანკი“ მუდმივად ორიენტირებულია მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებაზე და ცდილობს, მათ ყოველთვის ახალი ინიციატივები შესთავაზოს. ამ მიზნით, “საქართველოს ბანკისა” და Galt & Taggart-ის ერთობლივი პროდუქტის, „ინვესტიციების“ საკომისიო გადასახადები 1-ელი დეკემბრიდან იცვლება და მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი ხდება. „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აქციის ყიდვის დროს საკომისიო ტრანზაქციის 0.3% (მინიმუმ $0.5; მაქს. $10) იქნება. მაგალითად, მომხმარებელი, Tesla-ს $200-ის ღირებულების აქციის შეძენისას საკომისიოს $0.6-ს გადაიხდის. რაც შეეხება ყოველთვიურ საკომისიოს, მათივე ცნობით, $2-ის ნაცვლად, $5000-მდე პორტფელზე $0.5 იქნება, უფრო დიდი ზომის პორტფელზე კი მომხმარებელი აქტივების 0.01%-ს გადაიხდის. SOLO და Wealth Management -ის მომხმარებლებისთვის პლატფორმის გამოყენება სრულიად უფასო გახდება, ანგარიშის გახსნის შემდეგ კი 3 ტრანზაქციას საკომისიოს გარეშე განახორციელებენ. „მოხარული ვართ, რომ „საქართველოს ბანკის“ ინვესტიციები მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოში ყველაზე დაბალი საკომისიო შესთავაზოს და ისეთი საერთაშორისო კომპანიების აქციებით ივაჭრონ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Google, Tesla, Microsoft და სხვა. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტი მომხმარებელი, მსოფლიოში მილიონობით ინვესტორს შეუერთდეს და დაიწყოს აშშ-ს საფონდო ბირჟებზე ინვესტირება, რადგან დღესდღეობით ეს პროცესი საკმაოდ ხელმისაწვდომი და მარტივი გახდა. რაც მთავარია ინვესტირებას მობილბანკის მეშვეობით ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეძლებენ. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და სამომავლოდ მომხმარებლებს არაერთ სიახლეს შევთავაზებთ, რათა ადამიანებს ფულის შენახვისა და დამატებითი შემოსავლის მიღების უფრო მრავალფეროვანი არჩევანი მივცეთ“, - განაცხადა Galt & Taggart-ის საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელმა, დავით ნიშნიანიძემ. ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკის“ „ინვესტიციები“, ბანკისა და მისი შვილობილი კომპანიის Galt & Taggart-ის მეშვეობით გახდა ხელმისაწვდომი.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)