19:22 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-21 19:43:20, 1560 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - გააკეთეთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ, უკრაინა აუცილებლად უნდა გახდეს NATO-ს და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი

გააკეთეთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ, უკრაინა აუცილებლად უნდა გახდეს NATO-ს და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ახლა მნიშვნელოვანი და დროული.

"უკრაინამ შეძლო, გაეერთიანებინა ნატო და ევროკავშირი. ჩვენ მოვახდინეთ ჩვენ წინ არსებული ერთნაირი გამოწვევებისა და ღირებულების დემონსტრირება,  მოგიწოდებთ, გააკეთოთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ. ჩვენი ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოება არასდროს იქნება დაყოფილი და დასუსტებული. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რა გვემუქრება. ეს გვემუქრება ყველას. ჩვენ, არავის შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ ცხოვრება თავისუფლების გარეშე. ყველა ხედავთ, რა მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს უკრაინას ჩვენი საზოგადოებების დაცვაში". - ნათქვამია განცხადებაში.

10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე.

როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics