|
2022-11-21 17:39:37, 1099 ნახვა
საზოგადოება
აჭარული ნაქარგობებით გაფორმებული ფესტივალი „განდაგანა“ განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩეოდა
წელს, სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ ხალხმრავლობითა და საინტერესო პროგრამით გამოირჩეოდა. აჭარული ნაქარგებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე მთიანი აჭარისთვის დამახასიათებელი პროდუქტები, სოფლის ნობათი, კერძები, ხელნაკეთი ნივთები და ულამაზესი დეკორაციები იყო გამოფენილი. წლევანდელი ფესტივალის ძირითად თემას აჭარული ნაქარგები წარმოადგენდა, რომლის დეკორაციებით, ლაითბოქსებით, დროშებითა და ბანერებით იყო მორთული საფესტივალე სივრცე. დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ აჭარულ ტრადიციებს, ფოლკლორს, აჭარული კერძების მომზადებისა და ღვინის საწნახელში დაწურვის პროცესს დასწრებოდნენ, პარალელურად კი მონაწილეობა მიეღოთ გამოფენა-გაყიდვაში, სადაც აჭარის ხუთივე მონიციპალიტეტის პროდუქცია იყო წარმოდგენილი. ადგილობრივი გიდების მონაწილეობით ფესტივალის ფარგლებში მოეწყო კულინარიული შეჯიბრება, რომელზეც გუნდებმა კულინარიული გზამკვლევიდან ,,კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“ რამდენიმე აჭარული კერძის მოამზადეს. წელს, პირველად სტუმრებისთვის გასართობი თამაშის სახის გაცოცხლდა უძველესი საწესჩვეულებო რიტუალი- ,,ფადიკო“, რომელიც ხალხური დღესასწაულის ბერიკაობის აჭარული ნაირსახეობაა. წარმოდგენა ქალაქის ქუჩებში დაიწყო და ევროპის მოედანზე დასრულდა. ფესტივალის სტუმრების განწყობაზე ადგილობრივ ფოლკლორულ ჯგუფებთან ერთად ზვიად ბოლქვაძემ, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა „აფხაზეთი“, კახაბერმა და ხანუმებმა იზრუნეს. სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)