|
2022-11-19 16:31:32, 1678 ნახვა
ომი უკრაინაში
პენტაგონი - რუსეთი სარაკეტო თავდასხმების გაძლიერებით უკრაინის მარაგების ამოწურვას ცდილობს
რუსეთი სარაკეტო თავდასხმების გაძლიერებით უკრაინის მარაგების ამოწურვას ცდილობს. - ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივნის მრჩეველმა პოლიტიკის საკითხებში, კოლინ კალმა განაცხადა. მისივე თქმით, მარაგების ამოწურვის შემთხვევაში, მოსკოვი იმედოვნებს, რომ უკრაინაში საჰაერო დომინირებას შეძლებს. "ჩვენ ვიცით, თუ რა არის რუსეთისთვის გამარჯვების გზა და მზად ვართ, დავრწმუნდეთ, რომ მათი თეორია არ იმუშავებს. უკრაინელები მიიღებენ იმას, რაც მათ საჰაერო თავდაცვისთვის სჭირდებათ". - ნათქვამია განცხადებაში. 10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე. როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)