|
2022-11-17 19:09:11, 1522 ნახვა
ომი უკრაინაში
ბლინკენი - თუ კი ეჭვი გეპარებათ უკრაინელების სიმტკიცეში, უბრალოდ შეხედეთ გათავისუფლებული ხერსონის მოსახლეობას
თუ კი ეჭვი გეპარებათ უკრაინელების სიმტკიცეში, უბრალოდ შეხედეთ გათავისუფლებული ხერსონის მოსახლეობას. - ამის შესახებ ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. მისივე თქმით, პუტინმა ვერ მოახერხა უკრაინის დამარცხება და ახლა მას გონია, რომ უკრაინის ჩაბნელებითა და გაყინვით უკრაინელების ნებას შეასუსტებს. "პრეზიდენტი პუტინი კვლავ განაგრძობს დეესკალაციის შესახებ მსოფლიოს ქვეყნების მოწოდებების იგნორირებას. ნაცვლად ამისა ის ირჩევს ესკალაციას და სარაკეტო თავდასხმებს ახორციელებს უკრაინის ისეთ ინფრასტრუქტურაზე რომელიც მილიონობით მოქალაქეს გათბობას, ელექტროენერგიასა და წყალს აწვდის. სანამ მსოფლიო ცდილობს დაეხმაროს ყველაზე მოწყვლად ადამიანებს, რუსეთი სწორედ ასეთ ადამიანებს იღებს მიზანში. სანამ მსოფლიო ლიდერები იღებენ ვალდებულებას, რომ გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ერთგულები იყვნენ, პრეზიდენტი პუტინი ამ პრინციპების დარღვევას აგრძელებს. პუტინმა ვერ მოახერხა უკრაინის დამარცხება და ახლა მას გონია, რომ უკრაინის ჩაბნელებითა და გაყინვით უკრაინელების ნებას შეასუსტებს, ვისაც ეჭვი ეპარება უკრაინელების სიმტკიცეში, უბრალოდ შეხედოს გათავისუფლებულ ქალაქ ხერსონის მოსახლეობას". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ,რომ რუსმა ოკუპანტებმა დილით უკრაინაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)